პარლამენტარმა მერაბ ქვარაიამ დღეს პარლამენტში მამუკა ბახტაძის გამოსვლა დადებითად შეაფასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება.


საქართველოს დღევანდელი პარლამენტის დამსახურება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებული რეზოლუცია. „ჩემთვის, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, გასაგები იყო ის პასუხები, რომელიც თქვენ მოამზადეთ დღეს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ან არ უნდა გაიგონ. რაც შეეხება ინტერპელაციას, გასაგებია, რომ რეგლამენტით ეს არის გათვალისწინებული უფლება და პოლიტიკურ ძალებს აქვთ ინტერპელაციაში ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა, თუმცა ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო, როდესაც მოვისმინე კითხვები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით და ახლავე მოგახსენებთ რატომ. მე წარმოვადგენ იმ რეგიონს, სადაც არის ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი, სადაც არის გიგა ოთხოზორიას საფლავი, სადაც არიან პირადად ჩემი ახლობლები, რომლებმაც მიიღეს დიდი ტკივილი ამ პერიოდში და გავიხსენებ ერთ შემთხვევას, რომელიც მოხდა სოფელ ბარღებში და სადაც 8 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ჩემი ახლობელი რაბო შონია და, ასევე, ფეხმძიმე ქალი. და მას შემდეგ გავიდა 25 წელი და ამ კითხვის ავტორებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, მინდა მივმართო კითხვით, თქვენ რა გააკეთეთ ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რომლებმაც ამ სასტიკ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა?! გააკეთეთ რამე ამ მიმართულებით?! თუ შეგიშალათ რამემ ხელი? არაფერმა არ შეგიშალათ ხელი და არც არაფერი არ გაგიკეთებიათ! და დღეს სრულიად მიუღებელ კითხვებს სვამთ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით და მე ძალიან გულწრფელად გეტყვით, ეს არ არის მარტო ჩვენი დამსახურება, ეს არის საქართველოს პარლამენტის დამსახურება, ის ეს რეზოლუციაა, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ და ის სიაა, რომელიც ერთად შედგა. რა თქმა უნდა, იყო პასუხები, ძალიან ზუსტი და მკაფიო და დიახ, ამ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომლებმაც საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩაიდინეს ან ჩაიდენენ დანაშაულს და დაუსჯელი არ დარჩება არცერთი მედება საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ და ეს არის ჩვენი, საერთო დამსახურება, ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ ამ დამსახურებას და მისი გამოყენება ვიწროპარტიული ან რაღაც პოლიტიკური ინტერესებისთვის სრულიად მიუღებლად მიმაჩნია და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, ვფიქრობ, პირველი ყველაზე მწყობრი სამშვიდობო პოლიტიკაა, რომელმაც მაღალი ხარისხით ასწია სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველა კითხვა, რომელიც ამ დარბაზში ისმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, უნდა იყოს გაფილტრული და ყველა კითხვის დასმა მიუღებელია“. - განაცხადა ქვარაიამ. დღეს პარლამენტში მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც „ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრს მიმართა, სწორედ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხებოდა.
31.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 16-09-2019