მერაბ ქვარაია- ოპოზიციაში მყოფი პარტიები დღეს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში მყოფი პარტიები დღეს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ და მომხდარს აბუქებენ. ქვარაია მიიჩნევს, რომ ისინი მოვლენების იმაზე მეტად დრამატიზებას ახდენენ, ვიდრე არის. “ყველანი ვთანხმდებით, რომ მოხდა სამწუხარო შეცდომა, თუმცა ყველაფერზე ადეკვატური რეაქციაა საჭირო და არა ის, რასაც რევანშის მოლოდინში მყოფი ოპოზიციისგან ვხედავთ. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ მომხდარის გაბუქებას და გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის, ამიტომაც ახდენენ მდგომარეობის იმაზე მეტად დრამატიზირებას, ვიდრე რეალურად არის. უპასუხისმგებლობა სწორედ ესაა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქისგან ნებისმიერი საყვედური მისაღებია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობისგან. კარგია, რომ საზოგადოება ოპოზიციისგან განსხვავებით ობიექტურად აფასებს რეალობას”, - აცხადებს მაჟორიტარი.
20.06.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.1865
Down 0.0036
RUB
100
RUB
4.4949
Down 0.0044
EUR
1
EUR
3.5071
Down 0.0078
TRY
1
TRY
0.4681
Down 0.0032
განახლების დრო 29-05-2020