2020წელს განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება იზრდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლისთვის ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას, მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის, სპორტის ობიექტების, ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების და სასწრაფოების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას და მიმდინარეობას.
05.07.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019