მერაბ ქვარაია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვას დაესწრო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, ჩავატარეთ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან .

 შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები წარმოადგინეს თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფაზე.

 ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ასევე სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები და მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის შეფასების პროცესში.

11.07.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 15-09-2019