მერაბ ქვარაია ვლაქერნობის დღესასწაულს გილოცავთ

დღეს, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ჰქონდათ წმინდა დიდმოწამე მარინეს, მოწამე კვირიკეს, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილები მოელოცათ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინეს. ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ზუგდიდს მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობდნენ.
15.07.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019