მერაბ ქვარაია: რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია

„რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, ყველაზე მაღალი ფინანსური ასიგნებები რეგიონებისთვის ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს. „დღეს რეგიონების განვითარება ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვსი თვის ანგარიშმა კიდევ ერთხელ ცხადყო. ბიუჯეტის ათვისების შთამბეჭდავი მაჩვენებლები, უპრეცედენტო რაოდენობის განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტი და სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფინანსური ასიგნებები რეგიონებისთვის ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მეტ გზას, წყალს, ხელშეწყობას და იმ სიკეთეებს, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონებისა და ქვეყნის მიმზიდველობისა და წარმატებისთვის“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
23.07.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019