აგვისტოს ომიდან დღეს 11 წელი გავიდა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გახსნეს. მემორიალის გახსნას 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. “აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი, ტრაგიკული ფურცელია. ამ ომს ჩვენი გმირების სიცოცხლე და ტერიტორიების დიდი ნაწილი შეეწირა. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას! დღეს ჩვენი ვალია, გამოვასწოროთ და მშვიდობიანი გზებით შევცვალოთ ის საგანგაშო რეალობა , რაც ოკუპანტის ძალმომრეობითმა და ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლების გაუაზრებელმა მოქმედებებმა მოგვიტანა. ვინ დაიწყო ომი - კითხვაც კი არაჯანსაღია: საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, ომი ოკუპანტმა დაიწყო, მან, ვინც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაშინ მნიშვნელოვანი შეცდომები იქნა დაშვებული, რამაც არა თუ ვერ აგვარიდა, ხელი შეუწყო ამ ყოვლად გაუმართლებელი კონფლიქტის ესკალაციას. დღეს ხელისუფლებამ ჩამოაყალინა მკაფიო პოლიტიკა, რომლის მიზანი მშვიდობიანი გზებით საქართველოს გამთლიანებაა. აგვისტოს ომი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილებს ! უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს!“- მერაბ ქვარაია. მემორიალი წარმოადგენს სამგანზომილებიან კომპოზიციას, სადაც გამოსახულია სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების სილუეტები. სიმბოლურად წარმოდგენილია, ამ ომში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 4 ჯარისკაცის ფიგურა, მათ ხელში უჭირავთ საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ქვეყნის ძლიერების და თავისუფლების სიმბოლო. კომპოზიციის მეორე მხარეს გამოსახულია ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მეომრები, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, მარადიული ბრძოლის სიმბოლოები. მემორიალის ავტორია მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
08.08.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019