საინფორმაციო შეხვედრა "შრომის უსაფრთხოების შესახებ“

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მოდერატორობით, დღეს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებულ ცვლილებებზე, სასტუმრო ,,ლეთოში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აუდიტორიას ,,შრომის უსაფრთოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებულ სიახლეებზე ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მიაწოდეს.  შენახვა  საინფორმაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2019 წლის იანვარში მიღებული ორგანული კანონის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე(2019 წლის 1 სექტემბრიდან). ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. კანონში ასევე დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა 100 ლარიდან 50 000 ლარამდე მერყეობს დარღვევის ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად. მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
10.08.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020