ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს პარლამენტში ქ. ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან მერაბ ქვარაიასთან შეხვედრა გაიმართა

საკრებულოს წევრებმა მაჟორიტართან ერთად ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციასა და სამოქმედო გეგმაზე. იმსჯელეს ყველა იმ პრობლემურ თუ აქტუალურ თემაზე, რის საჭიროებასაც საკრებულოს წევრები აწყდებიან ადგილზე, კერძოდ: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემა, საძოვრები, სახელმწიფო გრანტები, მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა და სხვ. მერაბ ქვარაია დაინტერესდა საკრებულოს წევრთა მხრიდან გამოთქმული წინადადებებით და აღუთქვა დეპუტატებს, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის აგრარულ და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა, მათთვის საინტერესო თემების განხილვისა და მსჯელობის მიზნით.
შეხვედრის ორგანიზატორი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები.
13.08.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019