მერაბ ქვარაია-გიორგი გახარიას მეთაურობით ჩვენს ქვეყანს ეყოლება პრინციპული, ენერგიული და ეფექტური ხელისუფლება.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა. გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. სამთავრობო ცვლილებებზე პირველი კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ: “გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა კვირის განმავლობაში სხადასხვა მიმართულებით დასმულ არაერთ კითხვაზე წარმოადგინეს დამაჯერებელი პასუხები და მკაფიო სამომავლო ხედვები. განახლებულ მთავრობის წინაშე დღეს რეალური გამოწვევებია, ამავე დროს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოლოდინები და რაც ყველაზე მთავარია, სათანადო უნარები და ყველა სათანადო წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ. გიორგი გახარიას მეთაურობით ჩვენს ქვეყანს ეყოლება პრინციპული, ენერგიული და ეფექტური ხელისუფლება. ვუსურვოთ წარმატებები ახალ პრემიერ მინისტრს, განახლებულ მთავრობას და მთელს ჩვენს ქვეყანას.
08.09.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019