მერაბ ქვარაია: ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა

„ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა“, – აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია. მისივე თქმით, ფაქტია, რომ გახარიას საქმიანობა ყველა ეტაპზე ქმედითი და წარმატებული იყო. „ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა და არც არსებითი. მთავარია, რომ გახარია საქმიანობის ყველა ეტაპზე იყო ქმედითი და წარმატებული, მას აქვს რეფორმატორული გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების გამორჩეული უნარები. ამიტომაც ის განახლებულ მთავრობასთან ერთად, შეძლებს იმ გამოწვევებზე სწრაფ და შედეგიან რეაგირებას, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშეა“, – აცხადებს მერაბ ქვარაია. საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიცია გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებს.
03.09.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020