მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკომიტეტო მოკვლევაში

მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. შეხვედრას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით ჩატარდა სასტუმრო “გარდენ პალასში”, უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი. შეხვედრის შემდეგ მერაბ ქვარაია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, დავით მათიკაშვილთან და რატი იონათამიშვილთან ერთად „გიგის სახელოსნოს“ სტუმრობდნენ და აუტისტური სპექტრის მქონე 14 წლის გიგი სიჭინავას ნახატები დაათვალიერეს.
21.08.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020