მერაბ ქვარაიამ სოფელ აბასთუმნის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
"ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცე, ჩემს ოლქში შემავალ სოფელ
აბასთუმნის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მოსწავლეებს. შევხვდი
პედაგოგებსა და მშობლებს. გავეცანი მათ საჭიროებებს. გამოიკვეთა
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, აბასთუმნელები ითხოვენ დაწყებული
გზის საფარის რეაბილიტაციის მიმდინარე წელს დასრულებას. მაქსიმალურ
მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ აბასთუმნელს და მჯერა, ადგილობრივ
თვითმმართველობასთან ერთად, არსებული პრობლემა უახლოეს მომავალში
მოგვარდება"-აღნიშნა მერაბ ქვარაია
16.09.2019