რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დაბა შუახევში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა, რომელსაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა და რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ავტონომიური რესპუბლიკის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება დაუთმეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებს, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებს. სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას; განათლებისა და კულტურის ობიექტების (შუახევის კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია) მშენებლობას; აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლების წყალმომარაგებას; სოფლებში მერის წარმომადგენლების, ბაგა-ბაღების აღმზრდელების და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურების პრობლემებს; ხულოსა და შუახევის მთებში მოსახლეობის ელექტროფიკაციას, მაღალმთიან სოფლებში მობილური კავშირის გაუმჯობესებასა და გაზიფიცირებას; „ხულო-ადიგენის“ საავტომობილო გზის მშენებლობას; „გოდერძი-ბეშუმის“ გზის დარჩენილი 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულებას; „სხალთა-ხიხაძირის“ 6,8 კილომეტრიანი და „ხულო-შუახევი-ქედა-ბათუმის“ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას.
22.10.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9723
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6531
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2779
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5169
Down 0.0000
განახლების დრო 17-11-2019