მერაბ ქვარაია ზუგდიდის ბიბლიოთეკის "ლითერთა კლუბის" წევრებს შეხვდა

პროექტი-„გაიცანი პროფესია“ გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ლიდერთა კლუბის წევრები შეხვდნენ პოლიტიკოსს, ეკონომისტს, იურისტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს-მერაბ ქვარაიას.საუბრის თემა იყო საპარლამენტო საქმიანობა, სტრუქტურა, ფრაქციები, კომიტეტები. პარლამენტარმა ბავშვებს გააცნო გზა, რომელიც მან გამოიარა დაბადებიდან დღემდე, გაუზიარა მათ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება და წარმატების სტრატეგია. ასევე, ისაუბრა სხვადასხვა პროფესიაზე და აღნიშნა, რომ პროფესიის სიყვარული ხელს უწყობს საქმის კიდევ უფრო კარგად დაუფლებას. “ ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრა გამოგვივიდა. ახალგაზრდებმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. გულწრფელად აღფრთოვანებული და გახარებული დავრჩი მათი გონიერებით, სიღრმისეული აზროვნებითა და ხედვებით. როგორც პროექტის ავტორმა, ქალბატონმა ირმა კვირკვიამ აღნიშნა, დღევანდელი მასტერკლასი აღმოჩნდა მოზარდებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი, რაც აისახა შეხვედრის ხანგრძლივობაში”- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა , შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს და ბიბლიოთეკას სიმბოლურად საკუთარი წიგნი უსახსოვრა და საქართველოს პარლამენტში ექსკურსიაზეც მიიწვია.
21.10.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.8661
Down 0.0235
RUB
100
RUB
4.5362
Down 0.0120
EUR
1
EUR
3.1900
Down 0.0128
TRY
1
TRY
0.4956
Down 0.0019
განახლების დრო 13-12-2019