ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება.  მიმდინარე პროცესს დღეს, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი შენგელიასთან, საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსთან ხათუნა წიწავასთან, საკრებულოს წევრ, ირაკლი ლაგვილავასთან და ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ზვიად ქარჩავასთან ერთად გაეცნო.
ჩატარდა ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის, ხელოვნური ტბის, სარწყავი არხის, სველი წერიტილების, ბაღის ღობის და სასეირნო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.
12.10.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020