მერაბ ქვარაია შვედეთისა და საქართველოს განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია პროექტის „განათლება ყველასთვის“ ფარგლებში ჩართულ შვედეთის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს შვედეთის თვითმმართველობის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც სამი წელია მიმდინარებს საქართველოში. პროქტი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას სკოლის თვითმმართველობაში. შეხვედრას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი. მან სტუმრებს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა გააცნო და სკოლების საჭიროებებზე ისაუბრა. დეპუტატმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მათი საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები კვლავ გაგრძელდება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება არის მნიშვნელოვანი განათლების სექტორის განვითარებისთვის. “განათლება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ პრაქტიკის გაზიარება, რომელიც მათ უკვე აქვთ. სწორედ განათლების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას ეძღვნებოდა ეს პროექტი, ამ პროექტში ქალაქი ზუგდიდი არის ჩართული. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს განათლების სექტორის გაძლიერებას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შვედეთისა და საქართველოს თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები გადავა ახალ ეტაპზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“- განაცხადა ქვარაიამ. შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმაზე ისაუბრა და შვედეთის წარმომადგენლებს მეგობრობის ჯგუფის საქმიანობა გააცნო. შვედეთის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა და ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია.
10.10.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9723
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6531
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2779
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5169
Down 0.0000
განახლების დრო 17-11-2019