საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაია თამარ ზამბახიძეს - როგორია თქვენი დამოკიდებულება სასჯელის უკიდურესი ზომის - პატიმრობის გამოყენების მიმართ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ , ვიდრე ის მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს კითხვით მიმართავდა გაიხსენა იმ პერიოდი საქართველო, ის სისტემა, -„როდესაც ყველაფერი არეული იყო. ერთი ვექტორი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი დიქტატის ქვეშ იყო ყველაფერი და სადაც სასამართლომ ვერ უზრუნველყო სამწუხაროდ ის, რომ ადამიანის უფლება ყოფილიყო დაცული და თავისუფალი მოქალაქე არ ყოფილიყო დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. თუმცა, როგორც ამბობენ „ზოგი ჭირი მარგებელია“, რაღაცის სწავლა შეიძლება იმისთვის, რომ შემდგომში ჩვენი სასამართლო სისტემა და არა მარტო სასამართლო სისტემა, სახელმწიფო მოწყობა იყოს ბევრად უფრო გამართული, ბევრად უფრო დაცული და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ძალიან წინ წავედით. იდეალური რა თქმა უნდა, არ გვაქვს, იდეალურისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ შედარებისთვის თუ გამოვიყენებთ არსებულ სასამართლო სისტემას და ყოფილ სასამართლო სისტემას რა თქმა უნდა შედარებაც აქ უკვე აღარ შეიძლება“. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც „საქართველოში გამოკითხული მოსახლეობა, როგორც ევროკავშირის სხვა წარმატებულ ქვეყნებში, მიიჩნევს, რომ სასამრთლო სწორად ვითარდება და ბევრ ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ როგორიც არის სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, და ეს არის ძალიან მისასალმებელი. არის სხვა კვლევაც, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 5% მიიჩნევს, რომ სასამრთლო პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძლიან მნიშვნელოვანია და არის სხვა კვლევებიც, რომელიც ამაზე მეტყველებს. სასამართლოს რომ შემდგომი განვითარება და დახვეწა სჭირდება ამაში ჩვენ ყველანი ვთანხმდებით“, განაცხადა მერაბ ქვარაიამ. მან ასევე გაიხსნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და მიუღებელი რაც ჰქონდა იმ სისტემას, რომელსაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, იყო ის, რომ პრაქტიკულად უმრავლეს შემთხვევაში ხდებოდა საპატიმრო სასჯელების გამოყენება. არნახული პროცენტი იყო საპატიმრო სასჯელების, -„არის დანაშაული, არის სასჯელი, მე ვიცი პატიმრობის სიმძიმე რაც არის, აქედან გამომდინარე მე შემიძლია პირადი მაგალითითაც ვიმსჯელო ამაზე. იქ სადაც შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული პატიმრობა მაშინ სხვანაირად ხდებოდა. იყო თითქმის 100%-იანი მაჩვენებელი საპატიმრო ღონისძიებების და რაღაც კერძო შეხედულებებით ხდებოდა შემდეგ ადამიანების გათავისუფლება. ახლა მე მაინტერესებს თქვენი შეხედულება, ანუ, რამდენად ჰუმანური უნდა იყოს სასამართლო საპატიმრო სასჯელებთან მიმართებაში და რა შემთხვევაში მიგაჩნიათ, რომ უნდა ხდებოდეს ამ უკიდურესი ზომის პატიმრობის, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენება? როგორია თქვენი დამოკიდებულება სასჯელის ამ ნორმის მიმართ?“
08.10.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9723
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6531
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2779
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5169
Down 0.0000
განახლების დრო 17-11-2019