„2020 ან 2021 წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად“ - დეპუტატის ინიციატივა
„2020 ან 2021 წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად და მთელი დრო დავუთმოთ
ბავშვების თემატიკას. იმ საჭიროებებს, რომელიც დღეს ბაღებს აქვთ“, -
აღნიშნული ინიციატივით დეპუტატი მერაბ ქვარაია რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა.
"განათლების რეფორმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია და აქ
მთავარი რგოლი, ფუნდამენტი სკოლამდელი განათლება, საბავშვო
ბაგა-ბაღები -და ზოგადად ჩვენი ბავშვებია. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ
ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ბაღის აღმზრდელ
მასწავლებელთა ხელფასების ზრდით და ბაღების მატერიალურ ტექნიკური
ბაზითა თუ მეთოლოგიური რეფორმით დასრულებული. ჩემი წინადადება იქნება,
რომ იქნებ ჩვენი ბავშვებისა და ზოგადად განათლების სისტემის
მნიშვნელობისა და პრიორიტეტის წინა პლანზე წამოსაწევად 2020 წელი
ბავშვების წლად გამოხადდეს და როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული
ჩვენგანის ძალისხმევა ამ მიმართულებით გავხადოთ განსაკუთრებით
აქტიური"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ
25.10.2019