მერაბ ქვარაია: ჩვენი ამომრჩეველი გვეკითხება, ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის

„ნამდვილად არის კითხვები, რომლებსაც აქვს ლეგიტიმური საფუძვლები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ჩვენი დიალოგი. თქვენ დაიწყეთ თქვენი მოხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით და ამ კონტექსტში მინდა კითხვა დაგისვათ. კითხვა, რომელიც ჩვენ ამომრჩევლებს, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვინც ბატონო ირაკლი თქვენ და ჩვენ მხარი დაგვიჭირა ყველა არჩვენებზე, მათ აწუხებთ და მათ აქვთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს 27 მანდატს ბოლო არჩევნების შედეგებით და მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში, სავარაუდოდ, ამის ნახევარსაც ვერ აიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. თუ სისტემა შეიცვლება, პროპორციული სისტემის პირობებში, მას უჩნდება შანსი შეინარჩუნოს მანდატების ეს რაოდენობა, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხდება ამომრჩეველთა პოლარიზება და არის დიდი შანსი, რომ რაოდენობა შეინარჩუნონ. შესაბამისად ჩვენი ამომრჩეველი გვეკითხება, ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის. როდესაც თქვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუცია მივიღეთ, ეს იყო ჩვენი მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჩვენი ბიოგრაფიის ისტორიული ნაწილია და იქნება ყოველთვის. ჩვენ მაშინ თავი შევიკავეთ 2020 წელს გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი იყო ის, რომ ჯერჯერობით მზად არ ვიყავით და გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი იყო ამისთვის საჭირო, იგივე თვითმმართველობების გაძლიერების თვალსაზრისით, დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, ქონებრივი, მიწის განკარგვის უფლებების, ფინანსური გაძლიერების, გარემოსდაცვითი თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. დეცენტრალიზაციის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების შემდეგ უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტის ამოვარდნა იქნებოდა ნაკლებად მტკივნეული. ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩემი ბიურო 3 წლის ანგარიშს აკეთებს და აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში 4 ათასზე მეტ ადამიანს მოვემსახურეთ, ასზე მეტი წინადადება, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივაც კი, დაფიქსირდა მოქალაქეების მხრიდან შემოსული. დღეს თუ გავაჩენთ ამ სიცარიელეს, რას ვეუბნებით ამ ადამიანებს და რით ვავსებთ ამ სიცარიელეს“.
12.11.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019