მერაბ ქვარაია: ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება სამართალდამცავ სისტემაზე ახორციელებდა

ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება სამართალდამცავ სისტემაზე ახორციელებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. “წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე, ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება ახორციელებდა სამართალდამცავ სისტემაზე და თქვენი აზრით, რა იყო ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც წინა ხელისუფლების დროს, სასამართლომ ობიექტური სასამართლოს ფუნქცია ვერ შეასრულა”, – მიმართა მერაბ ქვარაიამ მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს. მერაბ ქვარაია დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით და შეფასებით წინა ხელისუფლების პერიოდში მოქმედ სასამართლოსა და არსებულ სისტემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არეული სახელისუფლებო ვექტორი, სადაც ერთი ვერტიკალი იყო მარტო და ადამიანს სიმართლის პოვნა უჭირდა იყო სწორედ იმ ნაკლოვანების მიზეზი, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა დარღვევა და შედეგად, ადამიანების ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია.
05.11.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019