მერაბ ქვარაიამ "სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში" პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ "სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში" პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი "სამოქალაქო ბიუჯეტი" არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მიმართულება ერთგვარი სიახლეა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იგი არის მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ეფექტური ინსტრუმენტი, რა დროსაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, თავად წარმოაჩინონ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, წარმოადგინონ პროექტები, ლობირება გაუწიონ მათ, არჩევნების გზით მიაღწიონ გამარჯვებას - დაფინანსებას შემდგომი წლის ბიუჯეტში და შესაბამისად ამ პროექტების განხორციელებას. „პროცესი არის ძალიან საინტერესო, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული და ჩართულობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით აღჭურვილი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორედ პარლამენტში უნდა მომხდარიყო ამ საკითხზე მსჯელობა. თუ ჩავთვლით, რომ ამ პროექტს ჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ამ მიმართულებით, ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მოვამზადოთ შესაბამისი საკანომდებლო წინადადება და ავსახოთ კანონმდებლობაში“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ ქვარაიამ. მისივე განცხადებით, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც საბოლოოდ შეჯერდება ჩართული მხარეების პოზიციები, პროექტის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ.
28.10.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019