თავის დროზე, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა თქვა უარი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, - მერაბ ქვარაია

„ისინი ცდილობენ მაჟორიტარების დემონიზირებას. ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი სიცრუე, ცილისწამება ატრიალონ მაჟორიტარების ირგვლივ“ – განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ და 2007 წელი გაიხსენა, როცა მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების წინააღმდეგ წავიდა.

„თვის დროზე, 2007 წელს, მიხეილ სააკაშილი კატეგორიული წინააღდეგ წავიდა მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულიყო და გადასულიყვნენ პროპორციულ სისტემაზე. მაშინ, სანაცვლოდ, 2008 წელს, მან გაზარდა მაჟორიტარების რაოდენობა 50 დან 76-მდე. დღეს, ისინი, თითქოს ძალიან წუხან იმაზე, რომ ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ცდილობენ მაჟორიტარების დემონიზირებას. ფაქტია, რომ მათ არც ერთ სისტემის პირობებში შანსი არ აქვთ“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“, სადაც მერაბ ქვარაია პრესკონფერენციას მართავდა და მაჟორიტარულიდან პროპორცულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე საუბრობდა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მედიაცენტრის ოფისში შეიჭრნენ.  

22.11.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020