მერაბ ქვარაია მაჟორიტარების ინიციატივაზე: შეთანხმება მიღწეულია, გადაწყვეტილება ხვალ გაჟღერდება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა, მაჟორიტარების ინიციატივასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია. "შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით. შეხვედრას ესწრებოდნენ ის მაჟორიტარები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. პრინციპში შეთანხმება მიღწეულია, გადაწყვეტილება გამოცხადდება. ხვალ კიდევ ერთხელ იქნება უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვა მოხდება. ამის შემდეგ იქნება უკვე ცნობილი და გაჟღერებული საბოლოო გადაწყვეტილება",-განაცხადა მერაბ ქვარაიამ. შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა წამოაყენა ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.
24.11.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019