ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ქ. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ და საკრებულოს წარმომადგენლებმა N 2 საბავშვო ბაღის, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერეს. N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 167 999 ლარია. საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება. აქტიურად მიმდინარეობს ლომთათიძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა. შენობა ერთსართულიან კარკასულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გათვლილია შვიდ ბრიგადაზე, ერთი ბრიგადის დამატების პერსპექტივით. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია. მერაბ ქვარაია, კონსტანტინე კაკავა და მამუკა წოწერია ჩიქოვანის ქუჩაზე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესსაც გაეცნენ. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათგან 5 სახლი ქალაქის ტერიტორიაზე შენდება      ნნნნნ
24.12.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020