ზუგდიდის განახლებული საჭადრაკო სკოლა დღეს საზეიმოდ გაიხსნა

საჭადრაკო სკოლის გახსნის ცერემონიალს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან , ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან ჭადრაკში, სპორტის დამსახურებულ ოსტატ ნონა გაფრინდაშვილთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდა. მაჟორიტარმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა: „ ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ დღეს ზუგდიდს ქალბატონი ნონას სტუმრობს. ზუგდიდი საჭადრაკო ქალაქი რომაა ეს სწორედ ამ უძვირფასესი ადამიანის დამსახურებაა და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ასეთი კარგი პროექტის განხორციელება“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ  საჭადრაკო სკოლის განახლებისთვის 904 367 ლარი დაიხარჯა.  რეაბილიტირდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები, აგრეთვე მოეწყო წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
25.12.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020