მერაბ ქვარაიამ ზუგდიდელებს საახალწლო კონცერტზე სიტყვით მიმართა

პირველად ზუგდიდს საახალწლო კონცერტზე ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი გნომების თანხლებით სტუმრობდა. ამასთანავე, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმების ეზოში, საახალწლო კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივი ანსამბლები, ბენდები, ცალკეული ვოკალისტები, თბილისიდან მოწვეული თათა გიორგობიანი და ბენდიELECRIX მონაწილეობდნენ.  ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდელებს მიმართა და ახალი წელი მიულოცა: 
"წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის აქ, ზუგდიდში ვხვდები შობა-ახალ წელს. მიყვარს სადღესასწაულოდ გამოპრანჭული, ხალისიანი და განათებული ზუგდიდი. ზუგდიდს ყოველთვის გამორჩეული ხიბლი და დატვირთვა აქვს, დღეს განსაკუთრებით, აქ ხომ ძალიან ახლოს, ერთ გადაძახილზე ნატვრად ქცეული აფხაზეთია. ამიტომაც სწორედ აქედან, ზუგდიდიდან მინდა მივულოცო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და 2020 წლის შემობრძანება სრულიად საქართველოს, მშობლიურ სამეგრელოს, ჩვენს აფხაზეთს, ოსებს, ყველა კუთხეს და ოჯახს ჩვენი ქვეყნისა. ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა, ძლიერება, ერთობა. დაე, 2020 წელს მოეტანოს ბედნიერება, სიხარული, სიკეთე და წარმატება ჩვენი ხალხისთვის. უფალი შეგვეწიოს ჩვენ და მთელს საქართველოს"-
31.12.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020