მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო ვერ ასრულებდა ფუნქციას ისე, როგორც უნდა შეესრულებინა

როგორ შეაფასებთ წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემას და რა ნაკლს მოუძებნიდით იმ პერიოდის სასამართლოს. რა იყო ყველაზე დიდი შეცდომები, რამაც შემდგომ ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა და ბევრი საყვედური გააჩინა ამ სისტემის მიმართ,- ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მერაბ ქვარაიას განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო არა თუ სამართლიანი არ იყო, საერთოდ, მოშლილი იყო ხელისუფლების განაწილების სისტემა და აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ ასრულებდა ფუნქციას ისე, როგორც უნდა შეესრულებინა. მერაბ ქვარაია ასევე იმ არგუმენტებით და მიზეზებით დაინტერესდა, რის გამოც კანდიდატმა მოსამართლეობის გადაწყვეტილება მიიღო. “თქვენ ხართ საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, მოსამართლე, რომელიც წლების განმავლობაში ამ სფეროს ემსახურებით. რა არის თქვენთვის მოსამართლეობა. ძალიან დიდი ძალაუფლებით არის მოსამართლე აღჭურვილი. გარდა იმისა, რომ მას კანონმდებლობასთან აქვს კავშირი და კანონის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, მას შეუძლია გადაწყვეტილება შინაგანი რწმენითაც კი მიიღოს. თქვენთვის რა არის მოსამართლეობა, ეს არის თქვენი მოწოდება, თქვენი ცხოვრების ოცნება, საქმე რომელსაც ყველაზე უკეთ აკეთებთ და მოგწონთ თუ ცხოვრების გარანტია”,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
04.11.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.0729
Up 0.0010
RUB
100
RUB
4.1656
Down 0.0022
EUR
1
EUR
3.6190
Up 0.0169
TRY
1
TRY
0.4419
Up 0.0017
განახლების დრო 05-08-2020