მერაბ ქვარაია: თქვენ მოხვედით ფარსისთვის, ტელეეკრანებზე ერთწუთიანი გამოჩენისთვის. ეს ფარსი არავის არ სჭირდება, ისევე, როგორც მახინჯი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთან ერთადაც დაგეგმეთ აქ მოვარდნა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია თავის ბიუროსთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ნიშანდობლივია, რომ დღეს ამომიგდო ფეისბუქმა ეს ფოტო... ეს არის პირველი აქცია, რომელიც გვიან ღამე მოვაწყვეთ ზუგდიდის ციხესთან... იქ, სადაც ადრე თითქმის ერთი წელი გავატარე ნამდვილ კოშმარში იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაგან ბევრმა, ისევე როგორც მე, არც იცოდა ნორმალურად, რას ერჩოდნენ. აქ, ამ აქციაზე, იმ საოცარ ღამეს იდგნენ გმირები, ადამიანები, ვინც საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ არსებობის, ღირსების, სიცოცხლის უფლებას... თქვენ რისთვის მოხვედით, ყმაწვილებო, დღეს ჩემს ბიუროსთან?იმ ბიუროსთან, რომელიც ყოველდღე უამრავ ადამიანს ეხმარება სუფთა გულით და სუფთა ხელებით? თქვენ მოხვედით ფარსისთვის, ტელეეკრანებზე ერთწუთიანი გამოჩენისთვის და ეს ფარსი არავის არ სჭირდება, ისევე, როგორც მახინჯი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებთან ერთადაც დაგეგმეთ დღეს აქ მოვარდნა... ხელისუფლებაში იყავით და გვივარდებოდით შეხვედრებზე, ოპოზიციაში ხართ და გვივარდებით, ვერაფერს სწავლობთ ამ პოლიტიკურ ავანსცენაზე. ერთი რამ ფაქტია, დღეს თქვენ არავინ გამტვრევთ ცხვირ-პირს და არავინ გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცეოდით სხვებს... რას ვიზამთ, კი ბატონო, იარეთ და ატარეთ ეს უაზრო და არაფრისმთქმელი აქციები, ანთხიეთ ცილისწამებისა და სიცრუის ნიაღვარი და უფრო მალე წაიშლებით პოლიტიკურ რუქაზე, ეს თქვენი არჩევანია...“ - წერს მერაბ ქვარაია. ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ბიუროში შესვლა სურდათ. „შეცვალეს“ წარმომადგენელის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მერაბ ქვარაიასთვის განცხადების დატოვება უნდოდათ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მერაბ ქვარაია ზუგდიდში არ იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.
31.01.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.1865
Down 0.0036
RUB
100
RUB
4.4949
Down 0.0044
EUR
1
EUR
3.5071
Down 0.0078
TRY
1
TRY
0.4681
Down 0.0032
განახლების დრო 29-05-2020