მერაბ ქვარაია - მოდელი 100/50-ზე ყველაზე რეალურ, კომპრომისულ და საღ ვარიანტად მიგვაჩნია

მოდელი 100/50-ზე, რომელიც ოპოზიციას შევთავაზეთ, ყველაზე რეალურ, ყველაზე კომპრომისულ და ყველაზე საღ ვარიანტად მიგვაჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა. „ჩვენი გუნდის კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ გერმანული მოდელი მოქმედ კონსტიტუციასთან შეთავსებადი არ არის. ამიტომ, ჩვენ სხვა გზით, სხვა მიმართულებით წავედით და ამ ეტაპზე, მოდელი, რომელიც ოპოზიციას შევთავაზეთ, ყველაზე რეალურ, ყველაზე კომპრომისულ და ყველაზე საღ ვარიანტად მიგვაჩნია. ამ ეტაპზე, სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე გონივრული გზა კონსენსუსისთვის“, – განაცხადა ქვარაიამ. მისი თქმით, თუ ოპოზიციას რეალურად სურს, მოლაპარაკებებიდან შედეგი მიიღოს და მაქსიმალურად მიახლოებული პოზიციებიდან გამომდინარე კონსენსუსის ვარიანტი იქნას მიღებული, ეს ვარიანტი გონივრულ ჭრილში უნდა განიხილოს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოდელი 100/50-ზე რეფერენდუმის გზით იყო მიღებული, მაგრამ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ მოდელს კონსტიტუციური ცვლილების გზით გადახედა და არ მიიღო. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ განიხილავს ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილების ფორმატში თუნდაც, გერმანულ მოდელს, ან ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ სხვა რომელიმე მოდელს, თუ საკონსტიტუციო ცვლილება ისევ შესაძლებელია, რადგან ხელისუფლების ვერსიაც კონსტიტუციის ცვლილებას მოითხოვს, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ რესურსი არ არსებობს და კონსენსუსის მიღწევა მხოლოდ საერთო თანხმობით არის შესაძლებელი. როგორც ქვარაიამ აღნიშნა, შერეული, თუ მაჟორიტარული სისტემის არადემოკრატიულად წარმოჩენა აბსოლუტურად არასწორია. „შეიძლება, დეტალებში ჩაუხედავ ადამიანს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ რაღაცას გადავუხვიეთ. ეს აბსოლუტურად არასწორია. დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები სულ სხვა განზომილებით უნდა იქნას წარმოჩენილი. დღეს ოპოზიცია არ საუბრობს იმაზე, რომ მოდით, უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ, საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიმუშაოთ და მივაღწიოთ კონსენსუსს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დაგვრჩესო. აი, რა არის ყველაზე სწორი გზა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის და არც კონსენსუსისთვის, განსაკუთრებით მათი მარგინალური ნაწილი – „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის ემზადებიან. ასეთი სიგნალებიც გვესმის, რაც რა თქმა უნდა, მისაღები არ არის და გარკვეულწილად, საგანგაშოც კი არის“, – განაცხადა ქვარაიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ღიაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
06.02.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7928
Down 0.0018
RUB
100
RUB
4.2578
Down 0.0029
EUR
1
EUR
3.0383
Up 0.0092
TRY
1
TRY
0.4535
Down 0.0007
განახლების დრო 27-02-2020