შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლებთან

ქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემები, თუ რა ბარიერებს აწყდებიან შშმ პირები სხვადასხვა სერვისის მიღების დროს. ღნიშნული ცენტრი, 2018 წელს გაიხსნა და ოფისი მდებარეობს ზუგდიდში,ლაზის ქ.N18-ში. ცენტრის საქმიანობას წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით არსებულ პროგრამებზე. ასევე, მათი მიზანია დახმარება გაუწიონ თითოეულ შშმ პირს სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში და გადაამისამართონ შესაბამის უწყებებთან. ცენტრის თანამშრობლები და ჩვენი ბიურო შევთანხმდით ერთობლივ თანამშრომლობაზე. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე
☎️ 555 45 56 30 და მიიღოთ თქვენთვის საჭირო ამომწურავი ინფორმაცია
22.02.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020