პარლამენტის წევრები მერაბ ქვარაია და გოგა გულორდავა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში“ ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ განსახილველად პარლამენტის წევრების - მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამოიტანა. ინიციატივა 2013 წლამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, რომელთა დასრულებაც ვერ მოხერხდა, კ2-ის (K2 – მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი) მოსაკრებლის გაუქმებას ითვალისწინებს. ინიციატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება მშენებლობების დასრულებას შეუწყობს ხელს. „დაუსრულებელი მშენებლობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მათი რაოდენობა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 179 ერთეულს წარმოადგენს. თბილისის მერიამ მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომ დასრულდეს ეს მშენებლობები. ფუნქციონირებს სპეციალური კომისია, რომელიც სწავლობს ინდივიდუალურ მშენებლობას და იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა ამ მშენებლობებისთვის, რომ დასრულდეს. იგი ითვალისწინებს 2013 წლამდე გაცემულ ნებართვებზე, რომელთა მშენებლობის დასრულება დღემდე ვერ მოხერხდა, სახელმწიფოს წინაშე არსებული K2-ის მოსაკრებლის ვალდებულებისგან გათავისუფლებას“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ერთის მხრივ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს დაასრულონ მშენებლობები, მეორე მხრივ კი, დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებულ მოსახლეობას ბინებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას მისცემს.
02.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020