ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტს

კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმოქმედებს ერთიანი, სისტემური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათში მოცემული ღონისძიებების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღესვე მიიღო გადაწყვეტილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
02.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020