საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. იმისათვის რომ დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რაც დიდი სტიმული იქნება დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის. კერძოდ ეს დამატებით სტიმულს მისცემს ინვესტორს, რომ შემოვიდეს და დაასრულოს ეს მშენებლობები. რაც თავის მხრივ ხელშეწყობა იქნება ამ პროცესით დაზარალებული მოსახლეობისათვის. დღესვე, კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; კანონპროექტს „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ და კანონპროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ .
11.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020