პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, პარლამენტის 17 - 20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. კენჭსაყრელი საკითხების გარდა, დღის წესრიგშია ის განსახილველი საკითხები, რომლებიც წინა პლენარული სხდომიდან გადმოვიდა. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებში არის ასევე სიახლე, კერძოდ, მათ დაემატა კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა; „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა; „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა; „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა; „აკვაკულტურის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, I მოსმენა; პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ბიურომ ასევე განიხილა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად განსაზღვრა სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები, ამასთანავე გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის კომიტეტებში განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 17 მარტს, 12 საათზე გაიმართება, მანამდე კი ბიუროს სხდომა შედგება.
16.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020