საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტი. დღესვე, იგივე საკანონმდებლო ინიციატივა გავიტანე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კოლეგებს განვუმარტე, რომ პროექტი, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებისა და მისგან გამომდინარე 172 კანონში ცვლილებების დამატებას. წარმოდგენილი ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს რეგლამენტში არსებული ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას. საკითხების ამოწურვის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამივე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
16.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020