მერაბ ქვარაია - მიზეზთა გამო რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო და ამიტომ აქ მოთხოვნები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება

სიმშვიდის საფუძველი სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს, მიზეზთა გამო საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი, აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს ყველას და ამიტომ, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მთავარია, ახლა არსებული შედეგი იქნას შენარჩუნებული. „ახლა მთავარია შევინარჩუნოთ არსებული შედეგი, არ მოვეშვათ, გული ფუჭად არ დავიარხეინოთ და უგულისყურობით არ გავაფუჭოთ ის , რასაც უზარმაზარი საერთო ძალისხმევითა და მობილიზებით მივაღწიეთ ამ მომენტამდე. სიმშვიდის საფუძველი სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს ! ვირუსი უფრო და უფრო პროგრესირებს და სულ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს მთელს მსოფლიოში .მიზეზთა გამო საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი, აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები”,- წერს მერაბ ქვარაია. მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გზა და შედეგის მომტანი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მკაცრი თვითკონტროლი, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და მაღალი პასუხისმგებლობა. „ზედმიწევნით დავიცვათ რეკომენდაციები და დადგენილი წესები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს ყველას! ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ!” - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
30.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020