მერაბ ქვარაია: პრემიერმა მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული გეგმა წარმოადგინა

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობასთან ფეისბუქ-ლაივი გამართა, სადაც საქართველოში Covid19-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ისაუბრა.პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამხვილა უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის დეტალებზე, ზუგდიდში და სამეგრელოს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
„ვინაიდან გადასული ვართ მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, მეტი კომუნიკაციისთვის და მოქალაქეებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის ლაივ ურთიერთობებს სისტემატიური სახე ექნება“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ. მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე უპასუხა მოსახლეობის კითხვებს, რომელიც ლაივის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე, ფეისბუქ-ლაივის მიმდინარეობისას მთავრობის მიერ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა შეაფასა.„პრემიერმა გიორგი გახარიამ როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით, ყველა თვალსაზრისით ადეკვატური, კარგად გააზრებული და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული გეგმა წარმოადგინა. ეს არ არის გამდიდრებისა და კარგი ცხოვრებით გამოწვეული გეგმა, არამედ დღეს ეს არის გადარჩენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ერთადერთი სწორი გზა და პროგრამა. ოპოზიცია ამ გეგმის წარდგენით თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, ხელისუფლებამ მათ ჯანსაღი კრიტიკისთვის სივრცე აღარ დაუტოვა“, – განაცხადა ქვარაიამ.
25.04.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020