მერაბ ქვარაიამ და გიორგი შენგელიამ სააღდგომო დღესასწაული მედ-პერსონალს მიულოცა

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია დღეს  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ენგურის ხიდთან მომუშავე საველე ჰოსპიტალში და რუხის საუნივერსიტეტო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. "ადგილზე გავეცანით არსებულ სიტუაციას და ექიმებს პირადად გავესაუბრეთ. თითოეული ექიმისა და ყველა იმ ადამიანის შრომაა ფასდაუდებელი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ რისკის ქვეშ აყენებს. მადლობა თქვენ, რომ გვყავხართ. მადლობა, რომ ასე თავდადებით და ერთგულად ემსახურებით საყვარელ ხალხს, საქმეს და სამშობლოს! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!"-განმარტა მერაბ ქვარაიამ
18.04.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020