მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი უნიკალური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს. „აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და აღნიშნული კომპლექსი წელს დასრულდება, რომლის შედეგადაც ზუგდიდელებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის 15 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა. ამ ეტაპზე გრძელდება დარჩენილი 3000 ოჯახის გამრიცხველიანება.
07.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020