მერაბ ქვარაია: ოპოზიცია ცდილობს ჩვენი საერთო წარმატება წარუმატებლად წარმოაჩინოს, რაც მათვე აყენებს უხერხულ მდგომარეობაში

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მორიგი – რიგით მე-2 ფეისბუქ-ლაივი გამართა და Covid-19-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. პარლამენტის წევრმა ქვეყნის სოციალური ანტიკრიზისული პაკეტი შეაჯამა, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ მხარდაჭერაზე და მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. მერაბ ქვარაია ლაივის დრო ოპოზიციის აბსურდულ კრიტიკასაც შეეხო. “ოპოზიცია ცდილობს ჩვენი საერთო წარმატება წარუმატებლად წარმოაჩინოს, რაც თავად ოპოზიციას აყენებს უხერხულ მდგომარეობაში როგორც ამომრჩევლის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. როცა გარე სამყარო აღიარებს და შენ კი ვერ ხედავ, ეს მინიმუმ ცუდი “მხედველობის” ბრალია”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ. უმრავლესობის წევრმა ხელისუფლებასა და ბიზნესის მჭიდრო ურთიერთობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფომ, ბიზნესთან ერთად, უნდა შეიმუშავოს დასაქმების ახალი სქემა, რადგან ერთია, ხალხის კომპენსაციით დახმარება, მეორე კი ის, რომ ადამიანები უნდა დასაქმდნენ და თავად გამოიმუშავონ საკუთარი რესურსი. დეპუტატმა ხაზი გაუსვა დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის აუცილებლობას და როგორც შემომწირველებს, ასევე, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის.
02.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020