მერაბ ქვარაია - ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, ასევე, მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გადარჩენა და მისი ამუშავებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, საქართველო გულწრფელი ქველმოქმედებით გამოირჩევა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ნომერ პირველია ერთ მოსახლეზე გაღებული ქველმოქმედებით, რაც ყველაფერთან ერთად, ქვეყანას სხვა დადებითი კუთხით წარმოაჩენს. „დღეს არა მარტო ხელისუფლების, არამედ ყველა ქართველის საზრუნავია, ხელი გაუწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა ამ გულწრფელი ქველმოქმედებით. თუნდაც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ნომერ პირველია ერთ მოსახლეზე გაღებული ქველმოქმედებით, ყველაფერთან ერთად ჩვენს ქვეყანას სხვა დადებითი კუთხით წარმოაჩენს”, -განაცხადა მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, ასევე, მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გადარჩენა და მისი ამუშავებაა. „სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ კორონამდელ ნიშნულს და აღვადგინოთ ის, რაც გვქონდა. აქ ყოველ დღეს და წუთსაც კი მნიშვნელობა აქვს. რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს სამუშაო ადგილები, რათა ადამიანები დიდხანს არ დარჩნენ დახმარების იმედად და თავად შეძლონ ხელფასის გამომუშავება“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ, რომლის განცხადებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020