მერაბ ქვარაია: ჩემთვის წარმოუდგენელია ოპოზიციის ერთიანობა, როცა შალვა ნათელაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ მოსაკლავად დასდევდა

ოპოზიციის ერთიანობა არის ძალიან პირობითი, მათი ერთიანობა ერთადერთ მიზანზე - ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზეა აწყობილი, სხვა ერთობა მათ არ აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ოპოზიცია ერთიანი იყოს. შალვა ნათელაშვილს, რომლესაც მოსაკლავად დასდევდა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და მაშინდელი ხელისუფლება, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთიანობა არსებობდეს. აქ არ არის არანაირ იდეოლოგიაზე, პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბარი, აქ ერთადერთი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლის ამოცანაა“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
20.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020