ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, „ბავშვის უფლებათა კოდექსსა” და შესაბამის საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა. გასულ წელს თითოეული დეპუტატი, მათ შორის ოპოზიციაც ჩართული იყო ბავშვის უფლებათა კოდექსის მომზადების საკითში და ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერით პარლამენტმა ქვეყნისთვის დიდი და მნიშვნელოვანი საქმე გაააკეთა.  დონორების დახმარებით მომზადდა შესაბამისი სპეციალისტები, კერძოდ, თბილისის მასშტაბით 150 სოცმუშაკი შეირჩა, რეგიონების მასშტაბით კი- 100-ზე მეტი. ასევე 100-ზე მეტი ინსპექტორი და კოორდინატორია შერჩეული საქართველოს მასშტაბით.  განხილული კანონპროექტით, საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა. ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბერი, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.
21.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020