პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, არჩილ თალაკვაძემ არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სამუშაო პროცესს ეტაპობრივად აღადგენს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ მომენტისთვის თანამშრომლების მხოლოდ 25 % იმუშავებს შენობაში და დანარჩენი ნაწილი დისტანციურად. თანამშრომელთა დაბრუნება რეალურ სამუშაო გარემოში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეტაპობრივად მოხდება. რაც შეეხება საკომიტეტო და პლენარულ სხდომებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სხდომები ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხზე ჩატარდება, თუმცა, ფიზიკური შეკრებების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანის რეკომენდაცია ისევ ძალაში რჩება. მისი თქმით, მიმდინარე კვირის საპარლამენტო დღის წესრიგში, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან დაკავშირებით, კვლავ აქტუალურია, კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ ამიტომ, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კოვიდინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს გააცნობს და გაიმართება მსჯელობა როგორც შესრულებულ სამუშაოსთან, ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს ივნისში წარადგენს და არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ, არამედ ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრებს.
21.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.0729
Up 0.0010
RUB
100
RUB
4.1656
Down 0.0022
EUR
1
EUR
3.6190
Up 0.0169
TRY
1
TRY
0.4419
Up 0.0017
განახლების დრო 05-08-2020