მერაბ ქვარაია: როდესაც ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, გიჩნდება სურვილი, მათ წარსული გაახსენო

როდესაც ხედავ, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე საუბრობენ - გიჩნდება სურვილი მათ წარსული გაახსენო. როდესაც ოპოზიცია ვერ ხედავს ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის და მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ, რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ ეკონომიკური კრიზისის დროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმინეს. „ჩემთვის გასაგებია ის ძალისხმევა და შრომა, რაც გასწია ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში. თუმცა, როდესაც ვუსმენ ჩვენს ოპონენტებს, მართლაც გიჩნდება სურვილი, რომ გარკვეული პასუხები გასცე მათ მსჯელობასა და შეფასებებს. როდესაც ხედავ, რომ ისინი ცდილობენ ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციონ, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე იწყებენ საუბარს, გიჩნდება სურვილი, გაახსენო ის პოლიტპატიმრები, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სააკაშვილთან ერთად, მათი პასუხისმგებლობაა. როცა ვერ ხედავენ ამ პოლიტპატიმრებს, ახსენებ ბუნებრივია, ირაკლი ბათიაშვილს, სულხან მოლაშვილს, ემზარ კვიციანს, კობა კობალაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ჯონო ჯიქიას, ასობით და ათასობით ადამიანს, რომელიც უკანონოდ იხდიდა სასჯელს. როდესაც ისინი ვერ ხედავენ ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ იმას, რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ მაშინ, როდესაც იყო ეკონომიკური კრიზისი და ისინი მხოლოდ იმ ორგანიზაციებს ეხმარებოდნენ, რომლებიც მათთან იყო დაახლოებული და ა.შ.“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მთავრობას თხოვნით მიმართა, ის მოიჯარეები, რომლებიც სახელმწიფო ქონებას ფლობენ, გათავისუფლდნენ გადასახადისგან ისევე, როგორც ეს დედაქალაქის შემთხვევაში დარეგულირდა. „მინდა, დახმარება გთხოვოთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს აქტუალური საკითხია არა მარტო ზუგდიდის მაგალითისთვის არამედ, მთლიანად ქვეყნისთვის. საკითხი ეხება მოიჯარეებს, რომლებიც იჯარით ფლობენ სახელმწიფო ქონებას. ობიექტს, რომელსაც აქტივების მართვის კომპანიისგან იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდგომში უკვე აქირავებს მას მოქალაქეებსა და კერძო მეწარმეებზე. რაც ეს ადამიანები არიან გაჩერებულები და არ მუშაობდნენ ამ სამი თვის პერიოდში, მათ დაუგროვდათ იჯარის გადასახადი. ვინაიდან სახელმწიფო ითხოვს ამ შპს-სგან იჯარის გადასახადს, ანალოგიურად ისინი სთხოვენ მოიჯარეებს გადასახადს. არმუშაობის პერიოდში მათი მხრიდან იჯარის გადახდა საკმაოდ რთული საკითხია. დედაქალაქმა ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებილი და კარგი იქნება თუ რეგიონებთანაც დაკავშირებითაც იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ. მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 129 დეპუტატი ესწრება. გიორგი გახარია კანონმდებლებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მოხსენებას აცნობს.
27.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.2274
Up 0.0052
RUB
100
RUB
4.1869
Up 0.0456
EUR
1
EUR
3.8267
Up 0.0200
TRY
1
TRY
0.4116
Up 0.0032
განახლების დრო 22-10-2020