მერაბ ქვარაიამ ფეისბუქლაივით მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნო



ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მორიგი ფეისბუქლაივი გამართა, რომლის მთავარი თემა იყო „ანტიკრიზისული გეგმა – სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა“ „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი შეხვედრები ანტიკრიზისული გეგმისა და სხვა პროგრამების შესახებ ფერმერული მეურნეობით დაინტერესებულ მოსახლეობასთან ვერ იმართება, გადავწყვიტე ჩემი ლაივის მეშვეობით უშუალო კომუნიკაცია გვქონოდა თითოეულ მათგანთან და მიგვეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის“,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ფეისბუქლაივის სტუმარი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსი გიორგი ქვარაია იყო, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის პროგრამებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება; აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა; აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა;შეღავათიანი აგროკრედიტები;დანერგე მომავალი; აგროდაზღვევა და ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტუალური და ხელმისაწვდომია.
01.06.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.2274
Up 0.0052
RUB
100
RUB
4.1869
Up 0.0456
EUR
1
EUR
3.8267
Up 0.0200
TRY
1
TRY
0.4116
Up 0.0032
განახლების დრო 22-10-2020