მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდში საყოფაცხოვრებო სახლ “ცისარტყელას” მოიჯარეების თხოვნა დაკმაყოფილდა და ისინი სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდნენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – მერაბ ქვარაია აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილესთან – დავით სუხიშვილთან ერთად, ცისარტყელაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულ პირებს შეხვდა. “ჩემი ინიციატივის შედეგად, ,,ცისარტყელაში“ დასაქმებულები მთავრობის მიერ იჯარის გადასახადისგან დროებით გათავისუფლდებიან, მათ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ მოუწევთ სამი თვის გადასახადის გადახდა, რაც ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ. ქვარაიასვე განცხადებით, აღნიშნულ პირებზე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
02.06.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.3011
Down 0.0032
RUB
100
RUB
4.3714
Down 0.0217
EUR
1
EUR
4.0032
Down 0.0115
TRY
1
TRY
0.4473
Down 0.0000
განახლების დრო 27-01-2021