მერაბ ქვარაია: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს

„ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და დაუსვამს წერტილს ამ სიბნელეს ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს. „სრული მარაზმი გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიისგან, სიცრუე და ყოველგვარ ზღვარსგადასული, ცილისმწამებლური ტყუილი მორიგი, რა თქმა უნდა. რა უნდა მოიმოქმედო ადამიანმა, როცა გაუგონარ რამეს გაწებებს ტელევიზია, თავის მართლება დაიწყო, უბრალოდ გულიანად გაიცინო და „დააიგნორო", თუ იჩივლო პატივისა და ღირსების შელახვისთვის? არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ: ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, პანდემიასთან ბრძოლაში გამოვლენილმა მზრუნველობამ და საერთო წარმატებამ, რასაც ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივაღწიეთ, საბოლოოდ მოშალა და გამოიყვანა წონასწორობიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზია, ახალი ძალით ამუშავდა ტყუილისა და ბოროტების მანქანა, დაიწყო ახალი ისტერია მათ რიგებში, ფუჭი ისტერია, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს: 2020 წლის ოქტომბერში დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოში ადამიანებისთვის უკიდურესად საშიში, დამაზიანებელი, იდეოლოგია და სისტემა შექმნა, საბოლოოდ დასრულდება და დაიკრძალება პოლიტიკურ სასაფლაოზე. ამას ხელს ვერც სიცრუის მებაირაღე „მთავარი არხი", ვერც „ნაც. მოძრაობა“ და ვერც მასთან მიტმასნილი სატელიტები ვერ შეაჩერებენ... ეს დაიწყება ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, ერთნაირად მთელი საქართველოდან, ისევე როგორ მოხდა 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და დაუსვამს წერტილს ამ სიბნელეს ჩვენს ქვეყანაში, ერთად დავიწყებთ ახალი, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს. ეს არა მარტო ჩემი და მრავალი ადამიანის სურვილი, არამედ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა! გისურვებთ და ვისურვებ წარმატებულ შემოდგომას და წარმატებებს ამ მნიშვნელოვან საქმეში!“, - აღნიშნავს ქვარაია.
31.05.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.2274
Up 0.0052
RUB
100
RUB
4.1869
Up 0.0456
EUR
1
EUR
3.8267
Up 0.0200
TRY
1
TRY
0.4116
Up 0.0032
განახლების დრო 22-10-2020