მერაბ ქვარაია POSTV-ის პირდაპირ ეთერში

„55%, რომელიც ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, მიუთითებს ერთ რამეზე - პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის არახისტი, ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე აწყობილი. ვფიქრობ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან და ხედავენ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება , რას აკეთებს ქართული ოცნება, როგორია მიდგომები, ადამიანების მიმართ და როგორი იყო და რა დამოკიდებულება ქონდა წინა ხელისუფლების“- ამის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ POSTV-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. პარლამენტის წევრის განცხადებით, პანდემიის პირობებში არსებობს სატელევიზიო და ელექტრონული კომუნიკაცია, რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს ეძლევა საშუალება მოისმინონ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა დეტალი, დასვან კითხვები, მიიღონ პასუხები. „დღეს იწყება კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სწორი მიმართულება გახლავთ, ის რომ ჩვენ, მუდმივად ნებისმიერი ცვლილების დასაწყის ვაანონსებთ და მას ვიწყებთ საჯაროდ, მოქალაქეებთან ერთად“-აცხადებს მერაბ ქვარაია
04.06.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.3011
Down 0.0032
RUB
100
RUB
4.3714
Down 0.0217
EUR
1
EUR
4.0032
Down 0.0115
TRY
1
TRY
0.4473
Down 0.0000
განახლების დრო 27-01-2021